ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ახალ „ბათუმი არენაზე“ ადგილობრივმა დინამომ" თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.
ლიდერთა შეხვედრა ისედაც საინტერესო იყო და მით უმეტეს ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა. პირველ ტაიმში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებსაც აქტიურად უჭერდნენ მხარს გულშემატკივრები, სისტემტურად უტევდნენ და 42-ე წუთზე ჯიღაურმა თავისი გუნდი დააწინაურა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეხუთე გოლია.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და კვასხვაძემ მამუჩაშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია, 63-ე წუთზე თბილისელთა გუნდში ქარდავას ნაცვლად შეცვლაზე ანანიძე შევიდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა, თუმცა ანანიძე ჯერ კიდევ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან და იმედია მალე ვიხილავთ ისეთ ჯანოს, რომლისგანაც მაღალი ხარისხის თამაშს ვართ შეჩვეულები.
ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" 25-25 ქულა აქვთ, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების წყალობით გეგუჩაძის გუნდი ლიდერის პოზიციაზეა.