ბათუმი-ახალციხის გზის შუახევის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი. როგორც შუახევის გამგებელმა განაცხადა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, რის შედეგადაც ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, ცალკეული პრობლემები შეიქმნა.