10:27
24 ივლისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბათუმი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს
11-07-2019

11-12 ივლისს საქართველოს მთავრობა ბათუმში უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოში, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერ ქვეყანაში, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ უმაღლესი და მაღალი დონის მონაწილეები იმყოფებიან. სტუმრებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე. ღონისძიებაზე შეფასდება „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, ასევე იმსჯელებენ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, მათ შორის 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება რიგ საფინანსო შეთანხმებებს, მათ შორის ორი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ღონისძიებას საქართველოს პირველი პირები გახსნიან.

AutoPlay
ჩინეთის განცხადებით, აშშ გლობალურ სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
ლევან სამუშია 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს
გამოქვეყნდა 35 წუთის წინ
ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერი ბორის ჯონსონი მთავრობის ფორმირებას დღეიდან დაიწყებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ ქარელი - ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაგრძელდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები