სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილსა და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის პარლამენტში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობს, ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა, მოსამართლეების შეურაცხყოფის დაუშვებლობასთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის პოზიციით. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რაშიც სახალხო დამცველიცაა ჩაბმული. ამის საპასუხოდ უჩა ნანუაშვილმა დეპუტატი სახალხო დამცველის დისკრედიტაციაში და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.