ლიგა ენდესას მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სახლში "ბურგოსთან" 74:82 დამარცხდა. სამწუხაროდ მეოთხე პერიოდში მასპინძლები 7 ქულით იყვნენ წინ და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. შენგელიამ 32 წუთში 13 ქულა და 10 მოხსნა და 3 პასი მიითვლა, ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი +14-ს გაუტოლდა. გაიბრწყინა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ტადუს მაკფადენმა, რომელმაც 31:47 წუთში 19 ქულა ჩააგდო და 21-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. შეგახსენებთ, რომ "ბასკონია" 7 მოგებით მეშვიდე ადგილზეა და 28 დეკემბერს სტუმრად "სარაგოსას" შეხვდება.