ევროლიგის პლეიოფის მეოთხედფინალური სერიის მეოთხე მატჩი თორნიკე შენგელიას ბასკონია ცეესკასთან საკუთარ მოედანზე მძიმე ბრძოლაში 92-83 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფორვარდის გუნდი მეტოქეს მატჩის მიმდინარეობისას 13 ქულით უგებდა, შეხვედრა მაინც საკმაოდ დიდი 9 ქულიანი განსხვავებით დათმო. თოკომ არასრულ 24 წუთში 11 ქულა 5 მოხსნა და 1 ბლოკ შოტი მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე არმიელი ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, ხოლო მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 21 ქულით ვინსენ პორიე გახლდათ.