ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ტურნირის 1/4 ფინალში 1 საათსა და 21 წუთში ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას (85) 6:4, 6:4 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა და თანაც, რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. მისი მომავალი მეტოქე ოგერ ალიასიმი იქნება, რომელსაც კარიერაში ერთხელ დაუპირისპირდა და დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაება და მერვედფინალში 28 წლის ფრანგს, ტრისტან ლამასინის 7:5, 7:5 სძლია. აღსანიშნავია, რომ ლიონის ტურნირის 250 იანთა კატეგორიაში გადის და ტურნირის საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ ევროს აჭარბებს.