გამარჯვებით დაიწყო რომის მასტერსი საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც მარტონ ფუჩოვიჩი კარიერაში მეორედ დაამარცხა, პირველად ამის გაკეთება მან 2015 წელს უიმბლდონზე მოახერხა. ქართველმა მეტოქეს საათსა და 41 წუთში, ორ სეტში 6-1 7-6 მოუგო და მე-16 ფინალში გავიდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო ჯერეს შორის გამარჯვებული იქნება.