საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, წლის პირველ, დიდ სლემზე, ავსტრალიან ოუფენზე 32-ედ ფინალში გავიდა. ნიკამ პირველ წრეში ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოფერ ეუბანკსი 4 სეტში დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა მოწიუნააღმდეგეს 6-4 4-6 7-6 6-3 მოუგო და მომდევნო წრეში გავიდა, სადაც მსოფლიოს 137-ე ნომერს, სტეფანო ტრავალიას დაუპირისპირდება. იტალიელ ჩოგბურთელთანაც ქართველი სპორტსმენი უპირობო ფავორიტად ითვლება.