საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, დღეს 22 საათსა და 30 წუთზე მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერს, ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. შეხვედრა მონრეალის 1000 იანთა კატეგორიის მერვედფინალში გაიმართება და გამარჯვებული ხაჩანოვსა და ოგერ ალიასიმს შორის ძლიერს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ბასილამ ამ ტურნირზე უკვე ორი ეტაპი გაიარა და ლუკა სთრუფთან ერთად დუშან ლაიოვიჩს სძლია. ბასილაშვილი და ზვერევი ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ, 27 ივლისს, ჰამბურგის 500იანთა კატეგორიის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც ქართველმა 2-1 მოიგო.