ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირის პირველივე წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 2:6, 1:6 დამარცხდა. მიუხედავად პირველი სეტის წაგებისა, ვეტერანმა ესპანელმა თავი კარგად წარმოაჩინა და მეორე სეტიდან სრულ უპირატესობას დაეუფლა, რაც საბოლოოდ გამარჯვებაში გადაიზარდა. მეორე წრეში ვერდასკო დომინიკ ტიმს დაუპირისპირდებამ რომელმაც თავის მხრივ ჟო ვილფრიდ ცონგას მოუგო.