30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 წრეში ამერიკელ მაკენზი მაკდონალდთან, სამი სეტის ჯამში ანგარიშით 3:6, 0:6, 4:6 დამარცხდა.
როლან გაროსზე 22-ე ნომრად განთესილი ბასილაშვილი მსოფლიოს მე-60 ჩოგანთან ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, ბევრი უნებლიე შეცდომა ჰქონდა რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა.