პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (ATP) ვებგვერდმა 24 ივნისს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი საფეხურით წინ არის წაწეული და მე-16 ადგილს იკავებს.მე-15 ადგილზე მყოფმა მარინ ჩილიჩმა ერთბაშად 3 საფეხურით დაიხია უკან, რის გამოც მის უკან მყოფი სამი სპორტსმენი დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურნირებია ნიკა სათანადო სიმაღლეზე ვერ დგას, მან უკანასკნელი სამი ტურნირი პირველივე წრეში დატოვა. ჯერ როლან გაროსზე, ხოლო შემდეგ შტუტგარტსა და ჰალეში დამარცხდა.