ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე განცდილი მარცხის გამო 455 სარეიტინგო ქულა დაკარგა და მე-17 პოზიციიდან რეიტინგში 26-მდე დაქვეითდა. შარშან, ამავე დროს, ნიკოლოზი მსოფლიოს 23-ე ჩოგანი იყო, ახლა კი ტოპ-20-ში დასაბრუნებლად შანხაის მასტერსზე კიდევ 3 თამაშის მოგება დასჭირდება.