ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა გამართა და ხუან იგნასიო ლონდეროსთან 3 სეტში ანგარიშით 4:6, 1:6, 3:6 დამარცხდა. 25 წლის არგენტინელი მსოფლიოში 78-ე ჩოგანია, თუმცა მე-16 ადგილზე მყოფ ბასილაშვილთან პაექრობა არ გასჭირვებია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ ტურნირზე შარშანაც წარუმატებლად იასპარეზა, პირველ წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან დამარცხდა. "როლან გაროსზე" მისი საუკეთესო შედეგი 2017 წელს მესამე წრეში გასვლაა.