საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს მონტე-კარლოს პრესტიჟულ მასტერსში, რომლის საპრიზო ფონდიც 5 მილიონ ევროზე მეტია.1000 ქულიანი ტურნირი 13-21 აპრილს ჩატარდება, ბასილაშვილი კი, წინასწარი მონაცემებით, ძირითად ბადეში მე-17 ნომრად იქნება განთესილი. ვინაიდან ნიკას შარშან მონაკოში არ უთამაშია, ქულები დასაცავი არ აქვს, ამდენად, რეიტინგშიც წინსვლის კარგი შანსი გააჩნია.მონტე კარლოს მასტერსი 1969 წლიდან ტარდება, მის ლეგენდად კი ესპანელი რაფაელ ნადალი ითვლება, რომელსაც შეჯიბრი 11-ჯერ აქვს მოგებული და ბოლო 3 ტურნირის გამარჯვებულიც გახლავთ.შეგახსენებთ, რომ 27 წლის ბასილაშვილს ATP-ს რეიტინგში 1930 ქულა გააჩნია და მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე იმყოფება.