საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსში ჩაერთო, სადაც პირველ შეხვედრაში 1/32-ფინალურ ეტაპზე უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან სამ სეტში - 5:7, 6:3, 1:6 დამარცხდა.ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-12 ნომრად იყო განთესილი. მასტერსის საპრიზო თანხა 5 მილიონ ევროს აღემატებოდა. მონტე-კარლოს მასტერსის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს ტურნირი ყველაზე მეტჯერ - 11-ჯერ აქვს მოგებული.