ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე, რომლის საპრიზო ფონდიც 9 314 875 დოლარია, მე-17 განთესვით ჩაებმება. ნიკა გერმანელ მიშა ზვერევსა და “უაილდ ქარდის” მქონე ესპანელ ნიკოლა კუნს შორის უმჯობესს შეხვდება.შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მაიამიში შარშანაც ითამაშა და საწყის რაუნდში იტალიელი ტომას ფაბიანო 1:6, 6:2, 7:5 დაამარცხა, შემდეგ კი, მომავალ ნახევარფინალისტ კევინ ანდერსონთან (სამხრეთ აფრიკა) 4:6, 3:6 წააგო. ატპ-ს მიმდინარე რეიტინგში 27 წლის ბასილაშვილს მე-19 ადგილი უკავია, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს 1 პოზიციით ჩამორჩება.