ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ტურნირის 1/8 ფინალში 1 საათსა და 37 წუთში მსოფლიოს 270-ე ჩოგანს, 28 წლის ფრანგს, ტრისტან ლამასინის 7:5, 7:5 სძლია.ნიკოლოზი შეჯიბრებაზე პირველ ნომრადაა განთესილი და პირველი ტური გამოტოვა. ქართველი ჩოგბურთელი შარშან ამ ტურნირზე არ გამოსულა და შესაბამისად ქულებიც არ აქვს დასაცავი. საქართველოს პირველი ჩოგანი მეოთხედფინალში გამოცდილ ფრანგს, ჟო ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდება, რომელმაც სწორედ ამ ტურნირზე ქართველი 2 წლის წინ, ნახევარფინალში დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ლიონის ტურნირი 250იანთა კატეგორიაში შეედის და მისი საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ ევროს აჭარბებს.