ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის 500-იანი კატეგორიის ტურნირის პირველი წრის შეხვედრა მოიგო. ბასილაშვილმა ბოლივიელი უგო დელიენი (87) 2 სეტში ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა. ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება 2-ჯერ დათმო, ხოლო მეტოქის მოწოდებაზე 5 გეიმი მოიგო, რაც მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ხუან ლონდეირო (57) იქნება, მატჩი დღეს თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.