ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე კარლოს მასტერსის წყვილთა თანრიგის 1/8 ფინალში მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი და არგენტინელი გუიდო პელა 6:1, 6:7, 10:6 დაამარცხა.მეოთხედფინალში ბასილაშვილისა და ალბოტის მეტოქეები ჰოლანდიელთა წყვილი რობინ ჰაასე-ვესლი კულჰოფი იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთეულთა თანრგიში ნიკა პირველივე წრეში მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა.