ATP-ის მიმდინარე რეიტინგში მე-20 ადგილზე მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეორე წრეში რუსი ანდრეი რუბლევი (68) 6:3, 6:4 დამარცხა. ბასილაშვილმა ამ გამარჯვებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე 1 საათში მიაღწია და 4 იანვარს 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელმაც უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს 3 სეტში სძლია. შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი და ბასილაშვილი კარიერაში ერთმანეთს ერთხელ, გასულ წელს რომის მასტერსზე შეხვდნენ, სადაც სერბმა 6-4 6-2 მოიგო. შეგახსენებთ, რომ ნიკამ დოჰას პირველ წრეში ალბერტ რამოს 6-1 1-6 6-1 დაამარცხა.