ჩვენ უნდა გავცეთ ხელფასები, გვაქვს თვიური ხარჯები, გადასახდელი გვაქვს ქირა, კლუბი დიდ ზარალს იღებს ყოველდღიურად, მინისტრმა გვითხრა, რომ აქამდე ამ საკითხზე არ უფიქრია და ახლა იფიქრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბ „ბასიანის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, უცნობია კონკრეტულად როდის დაიწყებს ფუნქციონირებას „ბასიანი“, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს რამდენიმე დღეში მოხდება. კლუბის წარმომადგენლის განცხადებით, 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მათი და შს სამინისტროს პოზიციები განსხვავებულია.