სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის თქმით, სამთავრობო ძალები გააგრძელებენ შეტევებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, რათა კონტროლი დაამყარონ აჯანყებულების ბოლო გამაგრების ადგილებზე. მისი თქმით, ომი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა „სრული გამარჯვება“ უკვე ახლოსაა.
„გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა, არც იმას, რომ გარკვეული სქემები შესრულდა, არც ტერორიზმის დამარცხებას და არც მტრების განადგურებას ნიშნავს, მაგრამ ეს სრული გამარჯვების პრელუდიაა და იმას ნიშნავს, რომ ისინი ადრე თუ გვიან დამარცხდებიან“, - განაცხადა ასადმა.
ასადი ოფიციალური ანკარის პოზიციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად „ჩრდილოეთიდან მომავალი განცხადებებისა“, ბრძოლები გაგრძელდება, რომ ალეპოს და იდლიბის მიმდებარე ტერიტორიები გათავისუფლდეს. შეგახსენებთ, სირიასა და თურქეთს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ასადის ჯარებმა რუსეთის სამხედრო დახმარებით ანკარის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალები ბოლო გამაგრების ადგილებზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს.