ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის განხორციელების ბრალდებით პოლიციამ 28 წლის დრის უკაბირი დააკავა, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი იუწყება.დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ დრის უკაბირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და გარკვეული დრო პატიმრობაშიც გაატარა, საიდანაც 2012 წელს გათავისუფლდა.ანტიტერორისტული ძალების წყარომ El Pais-ს დაუდასტურა, რომ დაკავებული ბარსელონაში 13 აგვისტოს მაროკოდან ჩავიდა. სამართალდამცველები იკვლევენ, თუ ვისთან ჰქონდა მას კონტაქტები.ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტია.