ესპანეთში დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეექვსე ღამეა გრძელდება.
Reuters-ის ცნობით, ბარსელონაში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები, ქვები და ნაგვის ურნები ესროლეს. კატალონიის რეგიონალური პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ხუთი ადამიანი დააკავეს, დაშავდა ერთი პოლიციელი.
32 წლის რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში რამდენიმე დღის წინ დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
გავრცელებული ინფორმაციით, რეპერის დაკავების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე, საერთო ჯამში, 95 ადამიანია დაკავებული, ერთმა მომიტინგემ კი ბარსელონაში მომხდარი ერთ-ერთი არეულობის დროს თვალი დაკარგა.