ესპანური მედიის ინფორმაციით 26 ოქტომბერს ჩასატარებელი ელ კლასიკო 18 დეკემბერს გადაიტანეს. ეს გადაწყვეტილება გუშინ, 17 ოქტომბერს საშეჯიბრო კომიტეტმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ თამაშის გადატანის წინააღმდეგია პრიმერას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, რადგან 18 დეკემბერს ესპანეთის თასის შეხვედრები უნდა გაიმართოს და კლასიკოს 7 დეკემბერს ჩატარებას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ მატჩის გადატანის მიზეზი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებია. ამასთან დაკავშირებით გარკვეუყლი პრობლემები შეიქმნა, გაფიცულია ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები, რის გამოც კლუბი ეიბართან მატჩზე ავტობუსით გაემგზავრება.