ბარსელონაში, ერთ-ერთ ნავსადგურზე 4 ძვირადღირებული იახტა დაიწვა, 5 კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდებარე ტერიტორიიდან 21 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ხანძარი დილით გაჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ ჩააქრეს, მაგრამ ზღვაში ჩაღვრილი საწვავის გამო ცოტა ხანში ცეცხლი კვლავ გაჩნდა, რის გამოც კიდევ 5 იახტა დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.