ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს.უწყების ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე იხილეთ: კადრები უკომენტაროდ - რა ხდებოდა ადგილზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ ტერაქტი მოხდა