გამოცემა ელ პაისი ბარსელონას ტერაქტის ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ფოტოს ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა მამაკაცი სატვირთოს მძღოლი დრის ოუკაბირია, რომელმაც ავტომობილი სანტა პერპეტუა დე მოროდაში იქირავა. მისი ვინაობისა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ოუკაბირი არეულად მოძრაობდა, რათა მეტ ადამიანს დაჯახებოდა.