ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი, ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ფულის გათეთრების საქმეში უდანაშაულოდ ცნეს. ესპანურმა სასამართლომ 55 წლის ფუნქციონერი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაამართლა.პროკურატურამ სანდრო როსელისსა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ კორპორატიული სტრუქტურით შენიღბული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის ფაქტზე აღძრა,რომელიც, გამოძიების ვერსიით, ფულს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტთან, რიკარდო ტერა ტეშეირასთან ერთად ათეთრებდა. ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც 2017 წლის მაისში დააკავეს, 21 თვე (643 დღე) პატიმრობაში გაატარა. პროკურატურა მისთვის თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ სანდრო როსელი ბარსელონას პრეზიდენტის თანამდებობას 2010-14 წლებში იკავებდა.