ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში კატალონიის ბარსელონა ვილიარეალს დაუპირისპირდა. მიმდინარე სეოზნში ლიონელ მესი ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა, და მეექვსე წუთზე საგოლე გადაცემაც გააკეთა. კუთხურიდან მესის მოწოდებულ ბურთზე ანტუან გრიზმანმა ითამაშა და ანგარიში გახსნა. ზუსტად 9 წუთში ბრაზილიელმა არტუტმა უძლიერესი შორეული დარტყმით ყვითელი წყალქვეშა ნავის კარი კიდევ აიღო. პირველი ტაიმის მიწურულს არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმა მიიღო და იგი უსმან დემბელემ ჩაანაცვლა. მატჩში წერტილი 1 ტაიმის ბოლოს დაისვა, სანტი კაზორლამ ასევე უძლიერესი დარტყმით ტერ შტეგენს გაუტანა და 2-1 დააფიქსირა.