ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა კატალონიის „ბარსელონა“ ჩაიბაროს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ალეგრი თუ წინადადებას კატალონური გრანდისგან მიიღებს, აუცილებლად დათანხმდება. ეგახსენებთ, „ბარსელონამ“ 2018-2019 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონობა დამაჯერებლად მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში, ხოლო სამეფო თასზე ფინალში დამარცხდა.