კატალონიის ბარსელონა, არგენტინელ სუპერ ვარსკვლავს, ლიონელ მესის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ხელშეკრულების გაფორმება ამ ზაფხულს იგეგმება და ის 4 წელზე იქნება გათვლილი. იმ დროისთვის კი ლიონელი უკვე 36 წლის იქნება. ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.თუ არგენტინელი კონტრაქტს გააგრძელებს, ეს მისი მეათე ხელშეკრულება იქნებ კატალონიურ კლუბთან კარიერის განმავლობაში. 32 წლის მესი „ბარსელონას“ აღზრდილია. გასულ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 36 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.