ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ბარსელონასა და ლივერპულის წყვილიდან მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე ინგლისური კლუბი ითამაშებს. ბარსელონას 3 ბურთიანი ჰანდიკაპი, ენფილდ როუდზე ლივერპულმა და გადავსებულმა სტადიონმა ამოქაჩეს და მეტიც, სულ ჯამში 4 ბურთი გაიტანეს. გოლი შეხვედრის დებიუტშივე გავიდა, ერთ-ერთი პირველი შეტევის დროს შტეგენმა ჰენდერსონის დარტყმული ბურთი მოიგერია, თუმცა ორიჯიმ დაამატა და პირველი ნახევრის ანგარიში დააფიქსირა. მეორე ტაიმი კი ფეიერული გამოდგა. უკვე დასაწყისშივე, 54-ე და 56-ე წუთებზე, შესვენებაზე გამოსულმა გრეგორიო ვეინალდუმმა ორი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი 3 ბურთით დააწინაურა. ეს ანგარიში უკვე ორი მატჩის ჯამში თანაბარს გვაძლევდა, რის გამოც დამატებითი დრო და 11 მეტრიანები უნდა დანიშნულიყო, თუმცა 79-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიდა. ალექსანდრ არნოლდმა ფეხბურთელების უყურადღებობით ისარგებლა, კუთხური ცოტა ადრე მოაწოდა, ორიჯიმ ბურთს ფეხი დაუხვედრა და მატჩში რიგით მეოთხე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ კატალონელები თითქოს გააქტიურდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ზედიზედ მეორედ, ლიგის პლეიოფში სამ ბურთიანი ჰანდიკაპი გაანიავეს.