ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილი თელავის მუნციპალიტეტის სოფელ სანიორეში დაკრძალეს. 25 წლის გოგოს დაკრძალვაზე ახლობლებთან და ადგილობრივებთან ერთად, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ რომ საზარელი მკვლელობა თბილისის ცენტრში 13 აპრილს მოხდა. ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, საკუთარმა მამინაცვალმა ყელი გამოჭრა. მკვლელი დაკავებულია.