ჭარბწონიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 2 მილიარდამდე ადამიანს ჭარბი წონა აქვს, მათგან 600 მილიონზე მეტს კი სიმსუქნე აწუხებს. მიიჩნევა რომ საქართველოში ჭარბი წონის მქონე 100 000 მდე ადამიანი ცხოვრობს,რომელთც წონის დასაკლებად ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება."ავერსის" კლინიკაში ბარიატრიული ქირურგიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება.ოპერაცია ორი ტიპის ძირითადი რესტრიქციული და მალაბსორბციული მეთოდით მიმდინარეობს.
ბარიატიული ქირურგია ნაკლებ ინვაზიური და ტრავმულია პაციენტისათვის. მკვეთრად შემცირებულია ქირურგიული გართულების რისკები და რეაბილიტაციის პერიოდი.ოპერაციის შემდგომ 16 თვის განმავლობაში პაციენტები იკლებენ ათეულობით კილოგრამს , უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების წესსა და აღარ ემუქრებათ სასიცოცხლოდ საშიში დაავადებების განვითარების რისკი.