მსოფლიოს არაჩვეულებრივი ბარების ჩამონათვალში, ღირსეული ადგილი ირლანდიურ SEAN’S BAR-ს უკავია, რომელიც არამარტო ადგილობრივ მცხოვრებლებს მასპინძლობს, არამედ მას მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყნიდან ჩასული ათასობით ტურისტი სტუმრობს და ეს არც არის გასაკვირი. მან ხომ დრო დაამარცხა და როგორც ამბობენ, სულ ცოტა ჩვ.წ.აღ.-ით 900 წლიდან ფუნქციონირებს. SEAN’S BAR-ი ირლანდიის ქალაქ ათლონში, მდინარე შენონის სანაპიროზე მდებარეობს. ის, რომ ეს ადგილი დღემდე დიდ აღტაცებას იწვევს, ლუიან მაქ ლუიდიჩის (Luain Mac Luighdeach) დამსახურებაა. ისტორიოული წყაროების მიხედვით, ის გახლდათ გიდი, რომელიც მდინარე შენონის ჩქარ დინებას არ უშინდებოდა და ხალხს ამ ტერიტორიაზე დასახლებაში ეხმარებოდა. მოგვიანებით მეფე ტურლოუ ქეროლენმა (Turlough O'Carolan) 1129 წელს, ადგილობრივების დასაცავად ციხე ააშენა. დროსთან ერთად, ეს ადგილი სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ხიბლი არ დაუკარგავს.
ლუიანმა თავდაპირველად პატარა საოჯახო სასტუმრო დაარსა, რომლის მშენებლობის დროს არქეოლოგიურ არტეფაქტებს მიაკვლია - ძველი შენობის ნაშთები, უძველესი მონეტები და სხვა ბევრი ისტორიული ნივთიც აღმოაჩინა. დროთა განმავლობაში მონეტები ნაციონალურ მუზეუმს გადაეცა, თუმცა არტეფაქტების ნაწილის დათვალიერება ფუნქციონირებად ბარში გამოყოფილ სექციაშიც დღესაც შესაძლებელია.SEAN’S BAR -ი უძველესი ქვებითაა მოპირკეთებული, რასაც დრომ ვერაფერი დააკლო.აქ საოცარი ისტორიის მომსწრე ხდებით, შექმნილი უნიკალური ატმოსფერო ათასი წლით უკან დაგაბრუნებთ და იმ მრავალრიცხოვან ადამიანთა რიცხვს შეუერთდებით, ვინც დროის გაჩერება შეძლო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ირლანდიური მუსიკის ფონზე ხდება. ბარში, უძველესი სასმლის უმაღლესი ხარისხით დამზადებულ გამორჩეულ სახეობებს აწარმოებენ. ამ ცოტა ხნის წინ მან ერთ-ერთი ვისკითაც გაითქვა სახელი, ისტორიის შესწავლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მისი გამოხდა მე-6 საუკუნეში, ათლონის მახლობელ კუნძულებზე დაუწყიათ.