03:50
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
ბარი ლევინსონის „წვიმის კაცი“, რომელმაც ტომ კრუზს აღიარება, გამოცდილ დასტინ ჰოფმანს კი, „ოსკარის“ პრემია და ბრწყინვალე სახასიათო მსახიობის სახელი მოუტანა, ფილმი არც 35 წლის შემდეგ კარგავს პოპულარობას
03-12-2021

"წვიმის კაცი" (Rain Man, 1988, ბარი ლევინსონი) – ბარი ლევინსონის „წვიმის კაცი“, რომელმაც ახალბედა ტომ კრუზს აღიარება, გამოცდილ დასტინ ჰოფმანს კი, „ოსკარის“ პრემია და ბრწყინვალე სახასიათო მსახიობის სახელი მოუტანა, არც 35 წლის შემდეგ კარგავს პოპულარობას. მეტიც, შესაძლოა არაჩვეულებრივმა დრამამ გულწრფელ ურთიერთობებსა და ჭეშმარიტ ფასეულობებზე თანამედროვე ეპოქაში  უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა, როცა გულგრილობა და გაუცხოება ადამიანებს შორის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა.

ფილმის სცენარზე ცნობილმა დრამატურგმა ბარი მოროუმ იმუშავა, რომელიც ნაცნობი ბარისტის ბილი მიტჩელის ისტორიით აღფრთოვანდა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვობაში მიტჩელი გონებრივად ჩამორჩენილად მიიჩნიეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესეს, სადაც ნაკლებად კომუნიკაბელურ მოზარდზე, რომელმაც არც წერა იცოდა, არც კითხვა, მედიკოსებმაც ხელი ჩაიქნიეს. უყურადღებოდ მიტოვებულმა ბილიმ მაინც შეძლო გადარჩენა, 15-წლიანი იძულებითი განდეგილობის შემდეგ კლინიკის დატოვება და სრულფასოვანი ცხოვრების დაწყება. მიტჩელი მშობლიურ ოსტინში დაბრუნდა და ბარში დაიწყო მუშაობა, სადაც ხალასი იუმორის და საოცარი ქარიზმის წყალობით სწრაფად მოიპოვა მუდმივი კლიენტების სიყვარული და პატივისცემა. მიტჩელის თაყვანისმცემლებს შორის აღმოჩნდა მოროუც, რომელმაც 1983 წელს სატელევიზიო ფილმისთვის „ბილი - საკუთარი თავისთვის“ დაწერა სცენარი. სწორედ ტელეისტორიით დაინტერესდა პროდიუსერი ჯიმ სალივანი, რომელმაც წარმატებული ტელეფილმის კინოვერსიის შექმნა გადაწყვიტა, რეჟისორად კი, სტივენ სპილბერგი მიიწვია. 

AutoPlay
პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად ქცეული "ლა ლა ლენდი"
14-01-2022
"რომაული არდადეგები" - ფილმი, რომლის ისტორიასაც ამ გადაცემიდან მოისმენთ, მსოფლიო კინოს კლასიკად და ყველაზე ცნობილ რომანტიკულ ფილმადაა აღიარებული
07-01-2022
ფილმი, რომელიც ახალი წლის სიმბოლოა - "მარტო სახლში"
31-12-2021
იმედგაცრუების და არასასიამოვნო გრძნობების დასაძლევად ორი უცნობი ქალბატონი გადაწყვეტს, რომ შობას სახლები გაცვალონ და სწორედ ამ მომენტიდან მათი ცხოვრება თავდაყირა დგება - რომანტიკული კომედია "შვებულება", რომელიც ლიდერია საშობაო ფილმებში
24-12-2021
მარტინ სკორსეზეს "განდგომილები", რომელიც თანამედროვე განგსტერული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება - ფილმმა 290 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა გაქირავებაში და "ოსკარიც" მოიპოვა
17-12-2021
ჯუზეპე ტორნატორეს "საუკეთესო წინადადებით" აღფრთოვანებულმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ფილმის ბრწყინვალე გამომსახველობას და ერთხმად აღნიშნეს ჯეფრი რაშის არაჩვეულებრივი თამაში
10-12-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები