ბობამას ყოფილი მრჩეველი გრეგორი კრეიგი დააკავეს, მას ბრალად ედება ტყუილი და ინფორმაციის დამალვა, რომ მას უკრაინაში ლობირების მცდელობა ჰქონდა. 74 წლის კრეიგის წინააღმდეგ საქმე სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა აღძრა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის ფარგლებში. გამოძიების მიხედვით, კრეიგმა მოატყუა ფედერალური პროკურორები მის მიერ უცხოეთში ლობირების მცდელობების შესახებ, და დამალა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერილ მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ. კრეიგის ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ. თუ მას ბრალდებებს დაუმტკიცებენ მაშინ მას მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 250 000 დოლარზე მეტი რაოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრება.