ჩიკაგოში გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს მიმართა. პრეზიდენტმა ერს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკელმა ხალხმა დემოკრატიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრტიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია."ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერია ვიდრე რვა წლის წინ იყო. უნდა გავუფრთხილდეთ დემოკრატიას და ღირებულებებს რაც დღემდე მოვიტანეთ, თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი შეიტანოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში" - განაცხადა ობამამ.