აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
"რამდენადაც ტრაგიკული, რთული, საზარელი და გაურკვეველია ბოლო დღეები, იმდენად დიდი შესაძლებლობაა ხალხის გამოსაღვიძებლად იმ ტენდენციების წინააღმდეგ, როლმებიც ამ დღეებს საფუძვლად უდევს. ისინი დიდი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ დავდგეთ ერთად და გავუმკლავდეთ პრობლემებს, რათა შევცვალოთ ამერიკა მისი უმაღლესი პრინციპების შესაბამისად", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
ყოფილმა პრეზიდენტმა აშშ-ის მერებს მოუწოდა, გადახედონ მათ ქალაქებში ძალის გამოყენების პოლიტიკას. ობამამ ამერიკის ფერადკანიან მოსახლეობას, კერძოდ კი ახალგაზრდებსაც მიმართა და უთხრა, რომ მათი სიცოცხლე მნიშვნეოვანია, ოცნებები კი - ღირებული.