აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჯორჯ ბუშსა და ბილ კლინტონთან ერთად ჯო ბაიდენს მიმართა და ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ უნდა მოუსმინოთ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვეთანხმებით, არამედ მათაც, ვისაც არ ვეთანხმებით. როგორც ამერიკელებს, ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ის, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს. ამერიკელი ხალხი ძლიერია, მას გაჭირვების გადატანა შეუძლია და არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვერ შევძლებთ, როდესაც ერთად ვმუშაობთ. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანმა დავინახეთ, რომ საუკეთესო ვართ, როდესაც ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართ,“ - განაცხადა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა.