აშშ-ის 13 შტატში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო ორ კვირაში გაორმაგდა, შემთხვევების უმეტესობა აიოვას, მინესოტას, მიჩიგანისა და ილინოისის შტატებში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ეფექტური ვაქცინის ფართო საზოგადოებამდე მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრი თვეა დარჩენილი, ამიტომ სამედიცინო სფეროს ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან ვირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომები.
აშშ-ში ერთ კვირაზე მეტია ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს.