აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ფილადელფიაში პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის ჯო ბაიდენის მხარდამჭერ აქციაზე დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა.
„ტრამპს არასდროს გამოუჩენია საქმის კეთების ან საკუთარი თავის გარდა ვინმეს დახმარების ინტერესი,“- განაცხადა ობამამ.
ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვირუსისგან საკუთარი თავიც კი ვერ დაიცვა.
„ჯო ბაიდენს კონკრეტული გეგმები და პოლიტიკა აქვს, რაც უკეთესი, უფრო სამართლიანი და ძლიერო ქვეყნის შესახებ ჩვენს ხედვას რეალობად აქცევს,“- აღნიშნა ობამამ.
ცნობისათვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, 42 მილიონამდე ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა როგორც ფოსტის საშუალებით, ასევე პირდაპირი ხმის მიცემის გზით.