შსს-მ „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. სერვისცენტრის მომხმარებელი ცეცხლსასაროლი იარაღით მუცლის არეში დაიჭრა. ყაჩაღობის დროს დაჭრილი მოქალაქე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა..თავდამსხმელი კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გვიან ღამემდე ბანკთან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდენ. დაჭრილი პირის მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს "საქართველოს ბანკი" დაფარავს.