04:19
21 იანვარი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"ბანკი არის კონკურენტი და არა პარტნიორი" - რატომ უნდა გაიმიჯნოს არაპროფილური აქტივები ბანკებისგან?
23-01-2017

ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების მართვა, შესაძლოა კანონმდებლობით შეიზღუდოს. აღნიშნულ  ინიციატივაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო. ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში ბიზნეს-სექტორიც ჩართულია. საპარლამენტო უმრავლოსობის წევრის ილაია წულაიას განცხადებით, საკითხის დარეგულირება აუცილებელია.

ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების მკაცრ ადმინისტრირებას მოითხოვს მენაშენეთა ასოციაცია. თორნიკე აბულაძის განმარტებით, ბანკების ნაწილი დღეს სხვადასხვა კომპანიებს კონკურენტად აღიქვამს. "არსის" ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სებ-ის მიერ დაწესებულ აკრძალვას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს და ბანკები არაპროფილური აქტივების ფლობას აგრძელებენ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბანკები დღეს ეკონომიკის რეალურ სექტორს ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე აფინანსებენ. ზურაბ გვასალია მიიჩნევს, საბანკო სექტორი არაპროფილური აქტივების ფლობით დაინტერესებული არაა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები