2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33 მილიონ 993 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29 მილიონ 991 ათასი ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13 მილიონ 940 ათასი ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47 მილიონ 933 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63 მილიონ 984 ათასი იყო.
ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345 მილიონ 1 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 309 მილიონ 542 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონ 751 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 3 მილიონ 315 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 26 მილიონ 71 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ბანკებმა მილიონ 213 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 917 მილიონ 721 ათას 344 ლარი შეადგინა.