ხელისუფლება დიდი სოციალური რისკის ქვეშ დგას, ბანკებს ჰყავთ უიმედო მევალეები, რომლებსაც ხვალ თუ არა ზეგ უნდა წაართვან ბინები, ამიტომ მგონია, რომ შესაძლოა, სკანდალური პროცესები განვითარდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა PalitraNews-ის გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. როგორც მან განმარტა, დევალვაციის გამო დაიკარგა საშუალო ფენა, რომელმაც ღარიბთა ფენაში გადაინაცვლა. მისი აზრით, მთავრობამ ცნობილი ეკონომიკური გეგმა სპონტანურად შეადგინა.