კომერციულ ბანკებს ბიზნეს საქმიანობის უფლება არ აქვთ, მაგრამ მათ მაინც მონახეს სქემები, რომ ამ კანონს მოუარონ და ამ საქმიანობას მაინც ახორციელებენ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომდაგნელეი კახა ოქრიაშვილი ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას PalitraNews-ის გადაცემა "360 გრადუსში". მისი თქმით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბიზნესებში შემოსვლის შედეგად ყალიბდება არათანაბარი კონკურენცია და ბიზნესმენებს საკუთარ განვითარებაში ფულის ჩადების ეშინიათ.